Friday, March 18, 2011


რეკლამა

რეკლამა წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ მარკეტინგულ ინსტრუმენტს, რომელიც ინტეგრირებულია მარკეტინგულ კომუნიკაციებში. რეკლამას ძალუძს გააღვიძოს ფარული თუ ღია მოთხოვნა მომხმარებელში.





რეკლამის გავლენა ვაჭრობასა და ეკონომიკაზე

სარეკლამო ბიზნესი დღითი დღე იხვეწება და კიდევ უფრო დამოკიდებული ხდება ადამიანის ფსიქიკის შესწავლაზე. მარკეტოლოგები ცდილობენ, შეცვალონ მომხმარებლის შეხედულება ამა თუ იმ მიმართულებით.

ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში ფართო შეხება აქვს სხვადასხვა სახის რეკლამასთან, მათი დიდი ნაწილი აღწევს ადამიანის ფსიქიკაში და გარკვეული მიმართულებით წარმართავს მას. ყველას ჰქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც საკუთარი თავისთვის რიტორიკული შეკითხვა დაუსვამს: ეს რატომ ვიყიდე? სწორედ ამ მიზანს ემსახურება რეკლამა, დაანახოს მომხმარებელს პროდუქციის დადებითი მხარეები და შეუმჩნეველი გახადოს მისი უარყოფითი თვისებები.


რეკლამის სარგებელი აშკარაა. იგი უზრუნველყოფს ცნობადობას რეკლამირებულ საქონელზე, მომსახურეობაზე , ბრენდზე, ზრდის მოთხოვნას.


ხელს უწყობს კონკრეტულ გარემოში წარმატებულ საქმიანობას, ყოველთვის მზადაა, დროულად მიიტანოს პროდუქტი მომხმარებლამდე. მართალია, რეკლამას ხშირად არ ენდობიან, მაგრამ მის გარეშე ვერცერთი ფირმა წარმატებას ვერ აღწევს.

მისი მნიშვნელობა იმდენად დიდი და აუცილებელია, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად 500 მილიარდ დოლარზე მეტი იხარჯება რეკლამის შექმნა-გავრცელებისათვის, რეკლამის გარეშე წარმოუდგენელია ბიზნესში იმ მასშტაბების მიღწევა, რაც იძლევა 100%-იან წარმატებას.



არჩევის პრობლემა — ერთ-ერთი ყველაზე რთულია მომხმარებლისთვის. რეკლამა გვაძლევს საშუალებას შევადაროთ და ავირჩიოთ ყველაზე მისაღები ვარიანტი არსებული ბაზარზე. იგი გვაწვდის ინფორმაციას საქონლისა და  მომსახურეობის ყველა განმასხვავებელი თვისებებზე. მწარმოებელ კომპანიაზე, ასევე გამყიდველ კომპანიაზე, ხარისხზე, ფასზე, გასაღების ბაზარზე. რეკლამა შეიცავს ადვილად დასამახსოვრებელ სლოგანს, რომელიც ორიენტირებულია საქონლის ან ბრენდის ფასეულობებზეც და მომხმარებელთა  პირად მოტივზე.
 
 

მეტად მნიშვნელოვანია იმის გათავისება, რომ საქონლის, მომსახურებისა და იდეების ინფორმირებით, რეკლამა ხელს უწყობს გაიზარდოს გაყიდვები და, შესაბამისად, ვაჭრობაც. რეკლამა, მყიდველთა წინამძღოლის რანგში, უზრუნველყოფს მომხმარებელს ინფორმაციით ახალ საქონელსა და ფასებზე, ხოლო საწარმოო მომხმარებლებს - ახალ მოწყობილობებსა და ტექნოლოგიებზე. მასიურად ხალხის ინფორმირებით საქონლისა და მომსახურების შესახებ, რეკლამა ამცირებს დანახარჯებს და ენერგიას ინდივიდუალური რეალიზაციისას, ამის შედეგად მცირდება ხარჯი და იზრდება მოგება, რომლის ინვესტირებაც შესაძლებელია დამატებით კაპიტალურ მოწყობილობებსა თუ სამუშაო ადგილებში.
 


გარე რეკლამა

მთავარი ღირსება გარე რეკლამის (ქუჩის) გამოიხატება შემდგომში: მას იმახსოვრებს მომხმარებლის მაქსიმალური რაოდენობა მაშინაც კი, როცა კონკრეტულ ადამიანს არ სჭირდება ესა თუ ის საქონელი ან მომსახურება, იგი შეიძლება დაბრუნდეს რეკლამის შემკვეთთან მომავალში.
(PR-პროფესიონალების ენაზე ამას ჰქვია ფართოდ დანერგვა)